ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 260 ადამიანი გამოიკვლიეს  და მათგან 20-ს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამავე მონაცემებით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 43 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 12 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის
ცენტრალურ საავადმყოფოში 7, ტყვარჩელში 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 13, სოხუმში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 14 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 745 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 196, გამოჯანმრთელებული კი 12 097 ადამიანი.







Print