ახალი ამბები
სოხუმი: გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, 200 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 26-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავორისოთ 4 პაციენტი გარდაიცვალა, - 1956 წელს დაბადებული მამაკაცი და 1981, 1940 და 1941 წელს დაბადებული ქალები.

ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 42 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 12 კოვიდ ინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, სოხუმში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 7 პაციენტი იმყოფება.

სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 814 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია - 202 პაციენტი, 12 303 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.


Print