ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის, 9 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 244 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 703 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.9 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 25.

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 369 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 312 პირი, აჭარაში - 386, იმერეთში - 664.
Print