ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 10-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 80 პაციენტი მკურნალობს, აქედან, 10 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 28 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 ადამიანი მკურნალობს, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 13 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 13 პირი. საკარანტინო სივრცეში 129 ადამიანი იმყოფება.

Print