ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 70 პაციენტი მკურნალობს, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 65 ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კერძოდ, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 33 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 22 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 კოვიდინფიცირებული მოთავსებული, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 2 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 8 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 82 პირი იმყოფება.

Print