ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 6 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 70 პაციენტი მკურნალობს, აქედან, 6 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 30 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 ადამიანი მკურნალობს. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 2 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 10 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 32 პირი. საკარანტინო სივრცეში 76 ადამიანი იმყოფება.

Print