ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid-19 კიდევ 18 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 26 700 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა. აქედან 18 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 377-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 343 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 764-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 953 აქტიური შემთხვევიდან 1 310 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 73 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.
Print