ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 30 პირს დაუდასტურდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19 - სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, 177 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 30-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 19 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 5, ტყვარჩელის კლინიკაში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 11 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 458 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 214 პირი, გამოჯანრთელდა 12 876 ადამიანი. 


Print