ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, 228 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 24-ს დაუდგინდა კორონავირუსი.

ამავე ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში 29 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 9, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 5, ხოლო ტყვარჩელის კლინიკაში - 1 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 600 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 216 პირი,  გამოჯანრთელდა 13 093 ადამიანი.



Print