ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 270 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 53 - ს Covid– 19 დაუდასტურდა.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 40 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 1 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 17, გაგრის საავადმყოფოში - 16, ტყვარჩელში კი - 7 პაციენტი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 461 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 517, გარდაიცვალა - 222 კოვიდინფიცირებული პაციენტი.


Print