აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 259 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 48 - ს Covid – 19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი
ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 40 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათგან 24 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 10 - მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, , გაგრის საავადმყოფოში - 15, ტყვარჩელში კი - 5.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 918 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 868, გარდაიცვალა - 224 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები