ახალი ამბები
რუხის კლინიკაში ოჩამჩირის მცხოვრები ქალი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 76 წლის ქალი ოჩამჩირეს მკვიდრია , ის სამკურნალოდ რუხის კოვიდცენტრში იყო მოთავსებული.

ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ 158 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 20 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Print