ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. 79 წლის მამაკაცი და 68 წლის ქალი ფოთის მცხოვრებლები არიან, ხოლო 68 წლის ქალი აბაშის მკვიდრია. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდცენტრებში 276 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მოთავსებული 20 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 


Print