ახალი ამბები
სამეგრელოში-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 9 598 პირი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა. აქედან 33 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებში 265 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა რუხის კოვიდკლინიკაში 11, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" კი 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-გან კიდევ 70 პირი გამოჯანმრთელდა. 

საკარანტინო სივრცეში 21 ადამიანი იმყოფება.
Print