ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 134 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 129 შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 30 456 პირი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 1354 ახალი შემთხვევა. აქედან 129 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდკლინიკებში 265 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა რუხის კოვიდკლინიკაში 8, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" კი 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-გან კიდევ 134 პირი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 25 ადამიანი იმყოფება.

Print