ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid-19 კიდევ 100 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 43 286 პირი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა. აქედან 100 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 274 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 9 პაციენტი. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-გან 72 პირი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 34 მოქალაქე იმყოფება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1 ხობის მკვიდრია


Print