ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 29 ადამიანი დაინფიცირდა და 1 გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 244 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 29 - ს Covid –19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 66 წლის ქალი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში, 31 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 13 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 34 პაციენტია მოთავსებული, მათგან 10 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში კი 8.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 360 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 737, გარდაიცვალა 234 კოვიდინფიცირებული პაციენტი.


Print