ახალი ამბები
სოხუმი: კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 203 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 25 - ს Covid –19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში, 31 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 14 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 35 პაციენტია მოთავსებული, მათგან 7 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 13 პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში კი 8.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 385 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 772, გარდაიცვალა 234 კოვიდინფიცირებული პაციენტი.


Print