ახალი ამბები
რუხის კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელოს მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ერთი მათგანი 68 წლის ქალია და სენაკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა, ხოლო მეორე, 83 წლის ქალი ფოთის მკვიდრია. ორივე მათგანი რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამავე ცნობით, რეგიონში ვირუსისგან 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში 270 პაციენტი მკურნალობს, მათგან 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

Print