ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 59 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 60 პირი დაინფიცირდა, ხოლო 59 გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპისთვის, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონაში 5 მოქალაქე იმყოფება.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი ფოთის მკვიდრი იყო და თერჯოლის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა.  

ამ დროისთვის, რეგიონის საავადმყოფოებში 240-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 821 პირს დაუდგინდა.
Print