ახალი ამბები
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 180 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 9 და 10 ივლისს, გუდაუთის საავადმყოფოში, 5 პაციენტი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი  - 71 და 73 წლის და 3 ქალი -  49, 62 და 86 წლის.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 135 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 43 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 50 პაციენტია მოთავსებული. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გაგრის კლინიკაში - 37, ხოლო ტყვარჩელში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 18 853 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 788, გარდაიცვალა 265 პირი.

ეპიდვითარების გაუარესების  გამო, დღეიდან 12 ივლისიდან, სოხუმი კულტურული დაწესებულებების საქმიანობას დროებით შეაჩერებს.

მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.



Print