ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდგინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან, 26 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 441, აჭარა - 75, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 17, გურია - 1, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378, საიდანაც 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი. 7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 8 447 მოქალაქე იმყოფება.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.

Print