ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 35 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 35 დაფიქსირდა. ამავე ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, მათგან 23 სამეგრელოს რეგიონში.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსს 15 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეგიონში ბოლო დღე-ღამეში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487, საიდანაც 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 190-მდე სამეგრელოს ხუთ კოვიდკლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი.

Print