ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 320 პაციენტი მკურნალობს, 28-ის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 36 102 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 200 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს 5 კოვიდცენტრში სულ 320 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 222 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს. 

რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან 96 ადამიანი განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 5 948 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.
Print