ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. 89 წლის მამაკაცი წალენჯიხის, 59 წლის ქალი ზუგდიდის, 68 წლის მამაკაცი სენაკის, ხოლო 50 წლის ქალი ჩხოროწყუს მკვიდრია.

ამ ეტაპზე რუხში მკურნალობას 176 ინფიცირებული აგრძელებს, მათგან 29 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.  

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 38 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა.
Print