ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 328 ინფიცირებული მკურნალობს, 33-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 328 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, აქედან 33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან რეგიონში 134 პირი განიკურნა.

საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 126 სამეგრელო-ზემო სვანეთში. 

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებული კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID 19-ს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.
Print