ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 335 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 335 დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192, საიდანაც 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი. 40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.


Print