ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 66 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 378 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 66 წლის ქალი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 148 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 40 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 26, გაგრის კლინიკაში – 44, მათგან 11 - მძიმე მდგომარეობაშია,
ხოლო ტყვარჩელში 11.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 23 456 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 341, გამოჯანმრთელდა 19 117 მოქალაქე.


Print