ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 98
აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 98 ადამიანით გაიზარდა და მთლიანობაში 23 554 შეადგინა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 1 პაციენტი. იუწყება  რეგიონის ოპერატიული შტაბი.

ამავე ცნობით, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 342 ადამიანს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში აფხაზეთში კორონავირუსზე 368 ტესტი ჩატარდა.
Print