ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 417 პაციენტიდან 35 მძიმედაა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს 6 კოვიდმიმღებ კლინიკაში 417 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კერძოდ: რუხის საავადყოფოში 192 პაციენტი იმყოფება, მათ შორის მძიმედაა 32, ფოთის კლინიკაში - 40, სენაკის "სენამედში" - 42, ფოთის "ბომონდში" - 35, აბაშის "ევექსში" 28, "ლაზიკა მედში" კი 80, მათ შორის 3 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

რეგიონში ვირუსისგან კიდევ 128 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 368 შემთხვევა.
Print