ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 400 პირი მკურნალობს, კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუხის კლინიკაში მოთავსებული 84 წლის ქალი ჯვარიდანაა, ხოლო 81 წლის მამაკაცი, რომელიც "სენამედში" გადიოდა მკურნალობის კურსს, სენაკის მკვიდრია. 

რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 400 პირი მკურნალობს, მათგან 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid 19-მა კიდევ 49 ადამიანი იმსხვერპლა.
Print