ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 135 და გარდაცვალების 4 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 481 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 135 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 4 პაციენტი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი - 91 და 67 წლის და ორი ქალი, 52 და 88 წლის.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 122 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 29-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 9, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, გაგრის კლინიკაში – 42, მათგან 12 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 11.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 23948 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 354, გამოჯანმრთელდა 19408 მოქალაქე.



Print