ახალი ამბები
გუდაუთის კოვიდ კლინიკაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 488 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 3 პაციენტი გარდაიცვალა, 90 წლის და ორი ქალი, 43 და 74 წლის.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 126 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 38 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, გაგრის კლინიკაში – 45, მათგან 11 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 24067 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 357, გამოჯანმრთელდა 19408 მოქალაქე.


Print