ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 246 ახალი შემთხვევაა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის  3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 246 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 5 332 ინფიცირებული. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.
Print