ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 452 პაციენტიდან 50-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ 6 კოვიდცენტრში სულ 452 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მძიმე მდგომარეობაშია რუხის საავადმყოფოს 44, სენაკის "ლაზიკა მედის" 3 და ფოთის "ბომონდის" 3 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან კიდევ 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 156 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ 2 პირი გარდაიცვალა. მათგან 1, გალის მკვიდრი 22 წლის ქალია, რომელიც რუხში მკურნალობდა.  ხოლო რაც შეეხება 71 წლის ხობელ მამაკაცს, ის "ლაზიკა მედში" გადიოდა მკურნალობის კურსს. 


Print