ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 336 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 5 041 ინფიცირებული, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306-მდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა.
Print