ახალი ამბები
ზუგდიდში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, კოვიდცენტრებში 55 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პირი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ის ზუგდიდის მკვიდრია. 43 წლის მამაკაცი თბილისში მკურნალობდა. 

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 443 პაციენტი რჩება, მათგან 55-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინში 13 ინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულია 213 პირი.


Print