ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, კოვიდცენტრებში 448 პაციენტი მკურნალობს
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პირი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აბაშის მკვიდრი 82 წლის მამაკაცი ქუთაისში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 448 პაციენტი რჩება, მათგან 55-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინში 14 ინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულია 192 პირი.

Print