ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 74 და 57 წლის მამაკაცები  გალიდან არიან.

რუხში მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე 186 კოვიდინფიცირებული აგრძელებს, 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

სამეგრელოს მასშტაბით არსებულ 6 კოვიდცენტრში ჯამში 446 ადამიანი მკურნალობს. კარანტინში 17 პირი რჩება. 

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელთა რაოდენობა 283 შეადგენს.


Print