ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 304 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 304 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 540 449-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 053 პირი, მათ შორის 283 სამეგრელოში.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 56 693 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან 446 სამეგრელოს კოვიდცენტრებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.
Print