ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 61 პირი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 268 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 3 სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილ რუსულ საველე ჰოსპიტალში, ხოლო 1 გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 164 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 31 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 26 719 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 034-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 401 პირი.


Print