ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა, აქედან 78 სამეგრელო - ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 926-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 3 534 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530-მდე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 34 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა.
Print