ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 68 წლის ზუგდიდელი მამაკაცი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 122 პაციენტი აგრძელებს. მათგან 28-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

სულ რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 381 ადამიანი მკურნალობს. გასული დღის განმავლობაში 243 პირი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 23 კოვიდდადებითი მოქალაქე რჩება.


Print