ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 260 ადამიანს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა, აქედან 260 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 621 420-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 485 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 593 153-მდე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 084 მოქალაქე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.
Print