ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 241 დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 490, საიდანაც 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი. თვითიზოლაციის პერიოდს 16 085 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.

Print