ახალი ამბები
სოხუმი: რუსული "სპუტნიკ ლაითით" 3 ათასამდე ადამიანი აიცრა
9 ოქტომბრის მონაცემებით, რუსული კოვიდ საწინააღმდეგო პრეპარატ "სპუტნიკ ლაითით" აფხაზეთში 2998 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე მოსკოვიდან მაისში მიღებული რუსული ანტიკოვიდური პრეპარატ "სპუტნიკ V-ის" 6.5 ათასი დოზა (მათგან, 2500 - საჩუქრად) ჩაიტანეს, რომელიც ივლისში ამოიწურა.

სოხუმმა "სპუტნიკ ლაითის" 5 ათასი დოზა 10 აგვისტოს შეიძინა, რაც მოსკოვის აფხაზური დიასპორის ფინანსური დახმარებით მოხერხდა. ამავე ინფორმაციით, "სპუტნიკ ლაითი" რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მეოთხე ვაქცინაა, რომელიც Covid 19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ არის შემუშავებული და "სპუტნიკ V– ის" კომპონენტურ ვერსიას წარმოადგენს.

Print