ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 165 და გადაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 541 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 135 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე  ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, ერთი მათგანი, 82 წლის გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე კი, 72 წლის - სოხუმის ინფექციურში.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 92 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 50 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 22, გაგრის კლინიკაში – 34, მათგან 7 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 94 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 30 496 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 437, გამოჯანმრთელდა 25 487 მოქალაქე.


Print