ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 160 პირი
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 529 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან 3 ადამიანი - 88 წლის ქალი, 52 და 62 წლის მამაკაცები გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული, ხოლო 86 წლის ქალი რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 291 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 50 პაციენტის მდგომარეობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID-ით ინფიცირების 30 656 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 25 907-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 441 პირი.
Print