ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 271 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა, აქედან 271 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 711 255-ს. 

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 652 505-მდე. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 48 763 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 6 330 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაავადებული 43 პაციენტი. ქვეყანაში დაავადებას სულ 9 961 პირი ემსხვერპლა.
Print