ახალი ამბები
კორონავირუსით მესტიის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. მესტიის მკვიდრი 71 წლის ქალი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში, ჯამში, 470 პირი მკურნალობს. მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე. გამოჯანმრთელდა კიდევ 264 ადამიანი.


Print